შეხვედრა აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდალთან

10 ნოემბერი 2021, 10:53 537 ნახვა

აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის მეთაურებთან, საზღვაო ხომალდების "მაუნთ ვიტნის"-სა და "პორტერის”  საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა. დელეგაციას სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი  შეხვდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სამუშაო შეხვედრები გაიმართა  სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთისა და ბათუმის სამმართველოებშიც. ხომალდები ბათუმის პორტში 8 ნოემბერს შემოვიდნენ.

უწყების ინფორმაციით, საპორტო ვიზიტი ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის  თანამშრომლობას და მისი მიზანია საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება.ამერიკული გემები საზღვაო ოპერაციებს აშშ-ს საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში ახორციელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში