ამერიკული ხომალდების ვიზიტი  უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია - კელი დეგნანი 

09 ნოემბერი 2021, 18:00 750 ნახვა

ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი - USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი - USS Porter (DDG 78) გუშინ შემოვიდნენ.

ბათუმში იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. კელი დეგნანის განცხადებით, ხომალდების ვიზიტი  უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ძალიან ნათელი და მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.  

''Mount Whitney საქართველოში 2008 წელსაც იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა. ამ გემების ვიზიტი  უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, ძალიან ნათელი და მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ერთგულებას, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს  საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აღნიშნული გემები საშუალებას იძლევა, რომ ინტეგრირებული ძალების გადამისამართება მოხდეს ნებისმიერი მიმართულებით. 

მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმს სტუმართმოყვარეობისთვის, რაც ეკიპაჟის წევრების მიმართ გამოიჩინეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამხელა ხომალდების დახვედრა არ არის ადვილი, შესაბამისად მადლობას ვუხდით ასეთი დახვედრისთვის. ეს არის  ყველაზე კარგი და ნათელი მაგალითი, რომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი საძირკველი'' - განაცხადა კელი დეგნანმა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი