საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაციას მხარი დაუჭირა

09 ნოემბერი 2021, 12:20 942 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაციას. თამარ გაბუნიას თქმით, ისინი მშობლის თანხმობით „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით აიცრებიან.

''მშობლის გადაწყვეტილებითა და თანხმობით, რაც არასრულწლოვნების შემთხვევაში, აუცილებელი მოთხოვნაა სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს, შეუძლიათ, მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ „ფაიზერის“ დოზა.

ბავშვების ინფიცირების მონაცემები შედარებით დაბალია. თუმცა ეპიდემიოლოგიური კუთხიდან გამომდინარე, მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ინფიცირდება და ასევე შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო. ბევრმა ქვეყანამ დაიწყო მოზარდების ვაქცინაცია. საბედნიეროდ ინფექციის გავრცელება მარალი არ არის და არც გამოსავალი არ არის რთული, თუ საქმე არ გვაქვს თანმხლებ დაავადებასთან'' - განაცხადა ბრიფინგზე გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში