მედიის წარმომადგენლებისა და გიდებისთვის გასვლითი საინფორმაციო ტური მოეწყო ჯვარიმინდორზე. ინფოტურისთვის ტერიტორია სპეციალურად შეირჩა როგორც კავკასიური როჭოსა და კასპიური შურთხის საბინადრო ადგილები.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ალპურ ზონაში ჭოგრიტით კავკასიურ როჭოს დაკვირვებოდნენ.
მედიატური ,,მცირე კავკასიონზე ფრინველთა ენდემური და იშვიათი სახეობების კონსერვაცია და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა მაღალმთიან აჭარაში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP ახორციელებს.