ძალიან მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება - თამარ გაბუნია 

08 ნოემბერი 2021, 14:46 864 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება, რაც კვებავს ეპიდემიის მიმდინარეობას და საფრთხილოა.

"ინფექციის შეკავების გზა ისევ და ისევ არის დაწესებული რეგულაციები, რომელიც მოქმედებს. ამის აღსრულებაა დღეს მნიშვნელოვანი, პირბადის გამოყენება, ნებისმიერი 5 ერთეულით მომატებას თუ მივაღწევთ, ეს გარკვეულწილად შედეგს მოგვცემს. ასევე, მობილობაც. ძალიან მაღალი მობილობა უკავშირდება ბუნებრივია აქციებს. ესეც რა თქმა უნდა, ეპიდემიის მიმდინარეობას კვებავს და ძალიან საფრთხილოა, ამდენად აქაც გარკვეულწილად ზომები არის დასაცავი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია სამი ძირითადი წესის დაცვა: დისტანცირება, ხელის ჰიგიენა და პირბადის გამოყენება. ამას ემატება ვაქცინაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი