ხვალ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერი „დინამო“ ბათუმი სტუმრად „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება, მისი კონკურენტი თბილისის „დინამო“ კი ასევე სტუმრად, გორის დილას გაეჯიბრება.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. სატურნირო ცხრილს დინამო ბათუმი 67 ქულით ლიდერობს, რომელსაც 63 ქულით თბილისის დინამო მოსდევს. რაც შეეხება ქობულეთის შუქურას, გუნდი 22 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზეა. შუქურა თავის შეხვედრას კვირას, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.