რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15%-ით ჩამორჩება ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებელს - თამარ გაბუნია

04 ნოემბერი 2021, 12:22 783 ნახვა

რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15 პროცენტით ჩამორჩება ვაქცინაქციის სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მივაღწიოთ ვაქცინაციის მოცვას, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოზე კვლავაც ჩაითვალა, რომ მნიშვნელოვანია აქტიური საინფორმაციო კამპანიის გავრცელება.

„საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობებზე. კვლავაც ჩაითვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საინფორმაციო კამპანიის გავრცელება და მარათონის გაფართოება, როგორც სოფლად, ასევე დიდ ქალაქებში. რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15 პროცენტით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მივაღწიოთ ვაქცინაციის მოცვას. ეს ქალაქებია თბილისი და ბათუმი, შედარებით ნაკლები აცრილია ქუთაისში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ დიდ ქალაქებში აცრილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში