ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია - თამარ გაბუნია 

04 ნოემბერი 2021, 12:10 651 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. 

თამარ გაბუნიას თქმით, გარდაცვალების რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა, რაც უკიდურესად საყურადღებოა.

''გასული 24 საათის განმავლობაში 5 000-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ჰოსპიტალში მობილიზებულია 8 871 საწოლი, აქედან  დაკავებულია 6 648, მათ შორის 1640 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 338 პაციენტი არის რეანიმაციაში. ამასთან ერთად ფუნქციონირებს კოვიდ სასტუმროები და 45 000 ადამიანი იმყოფება ბინაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი