ბრძოლა ქუჩაში ვაჭრობასთან

03 ნოემბერი 2021, 20:07 1434 ნახვა

ვაჭრობა აკრძალულ ადგილას. ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე დღეს გარემოვაჭრეებს მუნიციპალურმა ინსპექციამ ტერიტორია დაატოვებინა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი თევზით ვაჭრობა გახდა.

როგორ ინსპექციაში ამბობენ, რამდენიმე დღეა  გასაყიდად შემოვიდა ქაფშია და მოსახლეობისგან მიიღეს შეტყობინება ანტისანიტარიის შესახებ.

გარემოვაჭრეების ნაწილს ვაჭრობას თევზის ბაზრობაზე სთავაზობენ, სადაც მათ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეღავათით უნდა ისარგებლონ ისარგებლონ,მაგრამ საპასუხოდ ამბობენ, რომ გადასახადს ვერ გადაიხდიან. გარევაჭრობა კი კანონმდებლობით აკრძალულია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი