ინდური "კოვაქსინის" ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო

03 ნოემბერი 2021, 19:02 709 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია "Bharat Biotech"-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა და ის გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ცოტახნის წინ მიიღო და ვაქცინით 18 წლის და უფროსი ასაკის პირების 2 დოზით, 4-კვირიანი ინტერვალით, აცრის რეკომენდაცია გასცა.

ამ დროისთვის "კოვაქსინი" კორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა მოიპოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში