გურამ ფუტკარაძის პერსონალური გამოფენა

03 ნოემბერი 2021, 17:20 410 ნახვა

ბათუმის ხელოვნების მუზეუმი ბათუმელი მხატვრის გურამ ფუტკარაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.

პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრები ძირითადად მხატვრის საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ასახავს. ძირითადად პეიზაჟები შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკით.

პერსონალური გამოფენა მხატვრის 70 წლის იუბილეს დაემთხვა. გურამ ფუტკარაძე ბათუმის სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელია. გამოფენა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში