ხაზარაძე და მამულაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებენ

01 ნოემბერი 2021, 17:32 696 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტს ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი, გუშინ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა მამუკა ხაზარაძემ. ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ ეთანხმება, ამბობენ, რომ ამომრჩევლის ხმებს დაიცავენ. 

იწყებენ ბრძოლას და ისევ ქუჩაში გამოდიან.  აქციები გაიმართება იმ დიდ ქალაქებში, სადაც ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციის მერობის კანდიდატებმა მცირე სხვაობით წააგეს. მასშტაბური აქცია დედაქალაქში კი 6 ნოემბერს დაანონსდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში