აჭარის კარატის ფედერაციაში საანგარიშო-საარჩევნო სხდომა გაიმართა. ფედერაციის თავმჯდომარედ ოთხი წლის ვადით გოჩა სურმანიძე მეორედ აირჩიეს.
ამჟამად კარატის აჭარის ფედერაციაში 800-ზე მეტი სპორტსმენი ვარჯიშობს, რომელთა რიცხვი ფედერაციის მესვეურთა თქმით იზრდება. შეკრებაზე ითქვა, რომ ბათუმში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა იგეგმება.