ჩვენი კანდიდატები 20-დან 18 მუნიციპალიტეტში მყარად იმარჯვებენ - ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2021, 16:58 1113 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20 მუნიციპალიტეტიდან 18-ში.

ირაკლი კობახიძის თქმით, ''ნაციონალური მოძრაობის '' კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან. 

'' საარჩევნო უბნების დახურვამდე რჩება 4 საათი. შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება და ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე მოვუწოდებთ გამოიყენონ ეს შანსი რათა წვლილი შეიტანონ ქვეყანაში პოლარიზაციის, სიცრუის, ბოროტებისა და სიძულვილის დამარცხებაში“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძემ არ დაასახელა ის 2 მუნიციპალიტეტი, სადაც მისი ინფორმაციით ენმ-ის კანდიდატები გამარჯვებასთან ახლოს არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი