ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 34ბავშვია კორონავირუსის დიაგნოზით. მათ შორის არის 2 ჩვილიც, რომლებთან ერთადაც კიდევ ორი მოზარდი რეანიმაციაშია მოთავსებული. ახალაშობილების და მოზარდების ინფიცირების შემთხვევები ოჯახურ და სასკოლო კლასტერებს უკავშირდება. მხოლოდ გუშინ ვირუსი ქვეყანაში 3 ათას 965 მოქალაქეს დაუდასტურდა. ინფიცირების 161 შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი კორონავირუსით საქართველოში თითქმის 10 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.