2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერობის კანდიდატი ქობულეთში ლევან ზოიძე უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან უკვე შეუდგა. იგი ,,ქართული ოცნებიდან“ იბრძოდა ამ პოსტის დასაკავებლად. აქამდე კი მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ამბობს, რომ მთავარ გამოწვევად ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რჩება. მოსახლეობას ჰპირდება, რომ ააშენებს სპორტსკოლას, მოაწესრიგებს პარკებს, სოფლებში კი იქნება წყალი.
გატარდება თუ არა საკადრო ცვლილება ქობულეთის მერიაში, შეინარჩუნებენ თუ არა მერის მოადგილეები თანამდებობებს და სად მიდის უკვე ყოფილი მერი მირიან ქათამაძე.