საპროტესტო აქცია გიორგი კირთაძის წინააღმდეგ

26 ოქტომბერი 2021, 15:02 5170 ნახვა

მეორე ტურამდე 4 დღით ადრე საპროტესტო აქცია ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ ბათუმში იუნკერების მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების პროექტს და ამ გადაწყვეტილების გამო მაშინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

პრეტენზიები გამოთქვეს გიორგი კირთაძის მიმართ, რომელიც მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე იყო. აქცია სიმბოლურად იუნკერების საფლავთან გაიმართა.

ჩოხოსნებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იყვნენ “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საკრებულოს წევრები მმართველი გუნდიდან. ისინი მედიასთან აცხადებენ, რომ აქციის ორგანიზება მათ არ გაუკეთებიათ და პოლიტიკური შეკრება არ იყო, თუმცა შეხვედრა “ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის მხარდამჭერი მოწოდებებით დასრულდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი