„ფესტივალიდან ფესტივალამდე“ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიაში

10 ნოემბერი 2025, 19:51 151 ნახვა

ბათუმში მე-18 კლასიკური მუსიკის ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავების“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გამართულ კლასიკური მუსიკის კონცერტში ახალგაზრდა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალის ყოველწლიურ მუსიკალურ კვირეულში – „ფესტივალიდან ფესტივალამდე“ –მონაწილეობდა ახალგაზრდა ვირტუოზი მუსიკოსები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და სიმფონიური ორკესტრი. კონცერტები ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გუშინ დაიწყო, როგორც უკვე გითხარი დღეს დასკვნითი კონცერტი გაიმართა ხვალ კი მასტერკლასები ჩატარდება მოწვეული პროფესორების მიერ ფორტეპიანოში, ჩასაბერ საკრავებსა და  კლასიკურ ვოკალში,  პროექტის ხელმძღვანელია მუსიკოსი და ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე, ნინა კუპატაძე.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე