კანადაში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

11 ნოემბერი 2025, 09:50 64 ნახვა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ მონრეალში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე – La Grande Dégustation de Montréal ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ფესტივალი La Grande Dégustation de Montréal უკვე მეთხუთმეტე წელია, იმართება და ის კვებეკის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება, რომელსაც ყოველწლიურად 10 ათასამდე ვიზიტორი ესწრება.

"ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ცხრა სახეობის ის ქართული ღვინოები, რომლებიც კვებეკისა და ონტარიოს რეგიონებში უკვე იყიდება.

ღონისძიების სტუმრების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ფესტივალს  დაესწრნენ ღვინის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის მწერლები და იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინოები კანადიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან  და სხვ ქვეყნებიდან.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, სალომე ქურასბედიანმა და საელჩოს წარმომადგენლებმა.

ბოლო წლების განმავლობაში, ქართული ღვინის ექსპორტი კანადაში ყოველწლიურად სტაბილურად მზარდია. 2024 წლის მონაცემებით, კანადაში ექსპორტირებულია 200,000-მდე ლიტრი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1,1 მლნ აშშ დოლარი და წინა წელთან შედარებით დაფიქსირდა 35%-იანი ზრდა. ზრდის ტენდენცია გრძელდება 2025 წელსაც;  10 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 193 ათას ლიტრი ღვინო; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19% შეადგინა. კანადაში ქართული ღვინის ექსპორტიდან 10 თვეში მიღებულმა შემოსავალმა 1,2 მლნ ლარს მიაღწია,  რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს"- განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე