რუსეთმა დაგმო ვაშინგტონის გადაწყვეტილება აშშ-ის ვიზის მიღების მოსურნე რუსები დაემატებინა "უსახლკარო მოქალაქეთა" სიისთვის, რომლებსაც ვიზებზე განაცხადის შეტანა მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.
აშშ "უსახლკაროს" უწოდებს განაცხადის გამკეთებელ იმ პირებს, რომელთა ქვეყნებშიც აშშ-ის არ აქვს საკონსულო წარმომადგენლობა, ან სადაც საკონსულოს თანამშრომლებს არ შეუძლიათ ვიზების გაცემა პოლიტიკური ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო. რუსეთი ამ სიაში მეათე ქვეყანა გახდა.