ბათუმში 14 წლამდელ კალათბურთელთა შორის ფესტივალი დასრულდა. მასში ქუთაისის, ფოთისა და ბათუმის გუნდები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონი ლაშა ოჩხიკიძის გუნდი, ბათუმის 14-წლამდელთა ნაკრები გახდა, მეორე ადგილზე ფოთის გუნდი გავიდა, მესამე საპრიზო ადგილი კი ქუთაისის გუნდმა დაიკავა.