პროტესტი ანგისის დასახლებაში

23 ოქტომბერი 2021, 20:00 1038 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ანგისის დასახლებაში. 6 და 13  ნომერში მშენებარე კორპუსის მცხოვრებლები  სამშენებლო კომპანიის მეპატრონეს დაუპირისპირდნენ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება მოსთხოვეს.

მობინადრეების ინფორმაციით, საცხოვრებელი  ექსპლუატაციაში დღემდე არ არის შესული, ფართები კერძო საკუთრებაში არ აქვთ დარეგისტრირებული  და  შესაძლებლობა არ ეძლევათ საცხოვრებელში  გაზი და ელექტროენერგია შიყვანონ.

მშენებარე კორპუსის მცხოვრებლები  ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.მშენებარე კომპანიაში კი ამბობენ რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა დაწყებული აქვთ.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში