„თავისუფლება მიშას“ - ბანერი ხელვაჩაურში ხიდზე გადმოფინეს

22 ოქტომბერი 2021, 14:37 3070 ნახვა

"თავისუფლება მიშას" – ბანერი ამ წარწერით ნაციონალური მოძრაობის  ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ და მხარდამჭერებმა თოდოგაურის ხიდზე გადმოფინეს.

ბანერები ქართული ოცნების ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის საარჩევნო ბანერზე იყო გადმოფენილი, რის გამოც აქცია-პერფორმანსი მოქალაქეების ნაწილმა გააპროტესტა, პოლიციას ადგილიდან ერთი პიროვნების განრიდებაც მოუწია.

მიშა ბოლქვაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მისი ბანერი დააზიანეს, თუმცა პროტესტის ეს ფორმა ანგარიშსწორება არ არის.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი