ბათუმი-ახალციხის შუახევის მონაკვეთზე, სოფელ ჩანჩხალოსთან საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

21 ოქტომბერი 2021, 00:20 387 ნახვა

ბათუმი-ახალციხის შუახევის მონაკვეთზე, სოფელ ჩანჩხალოსთან საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კლდოვანი რელიეფიდან ჩამოშლილმა ქვის მასამ სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე ცალმხრივად არის  შესაძლებელი.

მოცემულ მომენტში შესაძლებელია სოფელი სხეფისა და ჩანჩხალოს გავლით ალტერნატიული გზით სარგებლობა.

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და აჭარის საავტომობილო გზების ტექნიკა მუშაობს.

ადგილზე იმყოფებიან ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია.

აღნიშნულ მონაკვეთზე მიმოსვლა რამდენიმე საათში აღდგება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში