"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა.
"არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ საორგანიზაციო საკითხებთან ერთად საარჩევნო საკითხების განხილვა იყო. ვემზადებით არჩევნების მეორე ტურისთვის, უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც ჩვენმა ოპონენტმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს იქნება რევოლუციური შტაბი. ჰიპოტეტურად ამ ერთი გამარჯვებით, ისინი რევოლუციურ მუნიციპალიტეტს მოაწყობენ და ეს საქმეზე ორიენტირებული არ იქნება. ამიტომ ამ რისკების გამოსარიცხად, საორგანიზაციო საკითხებზე მეტი ვისაუბრეთ საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის დეპუტატების კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიმართულებით.
დარწმუნებული ვარ, სიმართლე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარესაა, საბოლოო გამარჯვებით იქნება დაგვირგვინებული. გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი. 47%-იანი შედეგი დავდეთ, რაც ბევრ ვერ წარმოედგინა, მაგრამ მოვახერხეთ. ეს იყო სიმართლის გამარჯვება ტყუილსა და "ფეიკ ნიუსებზე“, რასაც ხშირად ვაწყდებით“,- განაცხადა მდინარაძემ.