თურქეთი საქართველოს გავლით, პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს. თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.
ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ ახალი შეთანხმება არ გავრცელდება სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.