საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბოს მესამე სხდომა დღეს გაიმართება

02 დეკემბერი 2016, 00:00 2403 ნახვა

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის  ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართება. მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და საპარლამენტაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრემიერი ევროსაბჭოს პრეზიდენტსაც შეხვდა. როგორც დონალდ ტუსკმა განაცხადა, საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება ევროკავშირის შიდა პრობლემაა, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმებას შეძლებისდაგვარად სწრაფად მიაღწევენ. ტუსკმა კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ,,საქართველოში დემოკრატიის ნამდვილი წარმატება" უწოდა. 

ამავე კატეგორიაში