პანაშვიდი ბათუმის ტრაგედიის ადგილზე. ნანგრევებთან ყოველდღე მიდიან მამები, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს. ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოები მაშინ დაათვალიერა, როცა მზიდი კედლები გამოღებული არ იყო.
8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ერთი ადამიანი. დაზარალდა ათობით ოჯახი.