პატიმრები დაიღუპა არა დამწვრობის, არამედ ძლიერი დაკვამლიანების გამო, ცეცხლი სავარაუდოდ ჭერში, გაყვანილობიდან გაჩნდა - ნინო ლომჯარია

15 ოქტომბერი 2021, 17:14 1784 ნახვა

სახალხო დამცველმა მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ გუშინ 2 პატიმარი დაიღუპა არა დამწვრობის შედეგად, არამედ ძლიერი დაკვამლიანების გამო. 

"დავათვალიერე დამწვარი სასადილო, ვესაუბრე პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას, მათი განცხადებით, ხანძარი მოულოდნელად დაიწყო და ძალიან სერიოზული დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პატიმარი ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა შიგნიდან და გარედან შუშები ჩაემსხვრიათ, თუმცა სამწუხაროდ, გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა. რეალურად, როდესაც სახანძრო მოვიდა დაახლოებით 20 წუთში, 2 ადამიანი იპოვეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისინი დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლის გამო,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი, რომელმაც ორი პატიმრის სიცოცხლე იმსხვერპლა, სავარაუდოდ ჭერში, დენის გაყვანილობიდან გაჩნდა და არა გაზქურიდან.

„როგორც ჩანს, იყო დაბნეულობა. ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაცული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები და რეაგირება სწორად განხორციელებული, თვითონ მშენებლობის დროსაც რამდენად იყო უსაფრთხოება დაცული, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ცეცხლი, მომწამვლელი კვამლი იყო, ეს არის სამზარეულოს ტერიტორია. ზოგადად, ჩვენ დავინტერესდებით და ვნახავთ, არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები (დაცული) ციხეებში და რამდენად ხშირად ამოწმებენ ამ რეგულაციების დაცვას.

 

ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ მე როგორც მითხრეს დიდი ალბათობით, ეს არ გაჩენილა გაზქურისგან, სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია ეს ყოფილიყო დენის სადენებისგან“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ხანძრის დროს პატიმრები ადმინისტრაციამ დახურულ სივრცეში გადაიყვანა.

"მე როგორც მითხრეს, თვითონ ის პატიმარი, რომელიც შიგნით იმყოფებოდა შუშა მან ჩაამსხვრია, თუმცა გისოსების გამო ვერ გამოვიდა, გარეთ იყვნენ სამეურნეო ნაწილის პატიმრები, დანარჩენები კი შეიყვანენ ციხის შიგნით, კორპუსის  ტერიტორიაზე.

საბედნიეროდ კვამლი წავიდა მათი კორპუსის საწინააღმდეგო მხარეს. ჩემი აზრით თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მხარეს, სადაც პატიმრები იმყოფებოდნენ სავარაუდოდ, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა.

ციხის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეს იყო მათი პირველი რეაქცია და თუ გართულდებოდა სიტუაცია მათ გადაიყვანენ მეორე შენობაში, სადაც უფრო დიდია სივრცეა. თუმცა გიდასტურებთ, რომ ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში"- განაცხადა სახალხო დამცველმა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი