აშშ და რუსეთი საელჩოების ზომასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გადასაჭრელად მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდის გამართვაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.ასევე აღნიშნა, რომ აშშ ინარჩუნებს მტკიცე პოზიციას მისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი რუსეთში იმყოფება. მან შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან.