ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 43 პაციენტი მკურნალობს - მათ შორის არიან ჩვილებიც 

12 ოქტომბერი 2021, 14:58 1314 ნახვა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 43 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია. კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

თამარ ბახტაძის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა. 

რაც შეეხება პედიატრიულ განყოფილებაში მოთავსებულ ბავშვებს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

კლინიკაში მკურნალობენ, როგორც მოზარდები ასევე ჩვილები. 

''ბავშვებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად და ასევე პრევენციისთვის რეკომენდებულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობლები იყვნენ აცრილები. ბავშვებს კოვიდი ძირითადად ოჯახური კონტაქტებით ემართებათ. ამიტომ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა'' - განაცხადა თამარ ბახტაძემ. 

12 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი