ეგვიპტის პროკურატურამ ათასობით ვაქცინის გადაყრის ფაქტზე სამი პირი დააკავა

11 ოქტომბერი 2021, 09:37 731 ნახვა

ეგვიპტის პროკურატურამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ათასობით ვაქცინის გადაყრის ფაქტის გამოძიების ფარგლებში სამი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ათასობით გამოუყენებელი ვაქცინები ქალაქ მანიაში, წყლის არხის გასწვრივ იპოვეს გადაყრილი. ვაქცინები ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში განათავსეს.

პროკურატურის განცხადებით, ვაქცინები გამოყოფილი იყო მანიას ჯანდაცვის უწყებისთვის, სადაც ინსპექტირების შედეგად 18 400 ვაქცინის დანაკლისი დადგინდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია 320 000 დოლარის ღირებულების „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინაზე.

ნაპოვნი ვაქცინები გამოყენებისთვის უვარგისია, რადგან დაირღვა მათი შენახვისთვის აუცილებელი პირობები. დაკავებულთა შორის არიან ვაქცინების მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანის თანამშრომელი, მესაწყობე და სატვირთო მანქანის მძღოლი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი