ბათუმში დაღუპულებს გლოვობენ

10 ოქტომბერი 2021, 10:38 812 ნახვა

მოქალაქეები  26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიის ადგილზე  მთელი ღამის განმავლობაში იკრიბებოდნენ. ისინი რკინის ჯებირთან ყვავილებს და ბავშვის სათამაშოებს ალაგებენ, ანთებენ სანთლებს. 

ადგილზე განთავსებულია  საინფორმაციო ბანერი, სადაც მითითებულია როგორ შეუძლიათ დაზარალებული ოჯახების  დახმარება.  მოქალაქეები  უსახლკარო დარჩენილ ოჯახების დასახმარებლად უბედური შემთხვევის დღიდან  გაერთიანდნენ. ბანერზე გამოკრულია  ანგარიშის  და ტელეფონის ნომერი , დახმარების მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე  577 60 60 01.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი