ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე წინასაარჩევნო კამპანიას წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს. ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს,“ - წერს კირთაძე და მადლობას უხდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს.