9 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 127 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 381. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 83, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 25 პირი.
667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 340 - თბილისში, 179 - აჭარაში.
18 978 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 646 ადამიანი.