ერთი მამაკაცი კონტაქტურია, მაშველები ახლოს არიან, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები - ლადო მგალობლიშვილი

08 ოქტომბერი 2021, 22:30 1158 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლალო მგალობლიშვილი აჭარის მაუწყებელთან აცხადებს, რომ ნანგრევებში მოყოლილი ერთი მამაკაცი კონტაქტურია, გრძელდება სამძებრო სამუშაოები. 

"ჩვენი ამოცანა, ხელისუფლების და საზოგადოების არის, რომ ყველა ადამიანი უვნებლად ამოვიყვანოთ და მათი სიცოცხლე შევინარჩუნოთ. დაახლოებით 4 წუთის წინ დაგვიდასტურდა ინფორმაცია, რომ ერთი მამაკაცი კონტაქტურია, ძალიან ახლოს არიან მაშველები მის ამოსაყვანად. რამდენიმე ადამიანი არის კონტაქტური, ვიმედოვნებთ, რომ ყველას გადარჩენა მოხერხდება. 

რაც საჭირო იქნება ხელისუფლების მხრიდან მოხდება დახმარების გაწევა. კონკრეტულად ახლა იმის თქმა, რა და როგორ რთულია, რადგან ექსტრემალურ პირობებში ვიმყოფებით. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია გადავარჩინოთ თითოეული ადამიანის სიცოცხლე", - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზა, გამომწვევი მიზეზი იქნება შესწავლილი და გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, თუ რა ფაქტებმა გამოიწვია უბედური შემთხვევა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი