„შემოდგომის ფესტივალი"

29 ოქტომბერი 2025, 10:04 139 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში შემოდგომის ფესტივალი-2025 გაიმართა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.

ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა და მისი მიზანი იყო სოფლის ტრადიციების, ადგილობრივი პროდუქციისა და ხალხური ხელოვნების პოპულარიზაცია.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის ნიმუშები და ხელნაკეთი ნაქარგები.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ აჭარული კერძების მომზადების მასტერკლასში მიეღოთ მონაწილეობა, რაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა როგორც ადგილობრივებში, ისე სტუმრებს შორის.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე