ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვების ხმა ისმის 

08 ოქტომბერი 2021, 19:04 3156 ნახვა

ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვების ხმა ისმის. ისინი კონტაქტურები არიან და მაშველებს ესაუბრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი  დაშავებულები არიან, თუმცა საუბარი შეუძლიათ. ნანგრევებთან აიტანეს წყალი და ჟანგბადის აპარატები. 

მედიკოსებიც ადგილზე იმყოფებიან და ელოდებიან დაშავებულების ამოყვანას. ამის შესახებ ადგილიდან, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირინე წუწუნავა იუწყება. 

დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სახლის ნგრევის დროს ბინაში იმყოფებოდა დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში