დანგრეული კორპუსის გვერდით მდებარე სადარბაზოებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

08 ოქტომბერი 2021, 13:52 1890 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დანგრეული კორპუსის გვერდით მდებარე სადარბაზოებიდან მოქალაქეები სპეციალური ტექნიკის დახმარებით გამოიყვანეს.

მათი ნაწილი მაშველებმა აივნებიდან გადმოიყვანეს.

ისინი უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი