კორპუსი ავარიული არ იყო, მასზე 2007 წლის შემდეგ დაშენების ნებართვა არ გაცემულა - ბათუმის მერია

08 ოქტომბერი 2021, 13:38 2513 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძის განცხადებით, კორპუსი ავარიული არ იყო.

მისივე მტკიცებით, ბოლო პერიოდში მასზე არც რაიმე სახის დაშენებები და მიშენებები განხორციელებულა.

"კორპუსი ავარიული არ იყო, მასზე ბოლო პერიოდში, რაიმე დაშენება და მიშენება არ განხორციელებულა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს.

მძიმე ტექნიკით ამ ნანგრევების გაწმენდა ამ დროისთვის არ შეძლება, რადგან შესაძლოა იქ მოყოლილი ადამიანები დაშავდნენ.

 ამ ეტაპისთვის ვერ გეტყვით რამ გამოიწვია ნგრევა.

მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ იყო აფეთქების ხმა, თუმცა მეორე ნაწილის ინფორმაციით პირდაპირ ნგრევის ხმა გაიგეს და აფეთქების ხმა არ ყოფილა.

გაზიც, შუქიც ამ ეტაპზე კორპუსს არ მიეწოდება.

მომიჯნავე სადარბაზოებიდან მოხდა ხალხის ევაკუაცია "-განაცხადა ლელა სურმანიძემ.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და იყო თუ არა მასზე ნებართვა გაცემული მას ინფორმაცია არ აქვს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ კორპუსზე 2007 წლის შემდეგ დაშენების ნებართვა არ გაცემულა. როდის დააშენეს ან მიაშენეს ხუთსართულიან კორპუსს ახალი სართულები მერიაში არ აკონკრეტებენ. უწყების ცნობით, ყველა დაზარალებულს ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანენ.

მოსახლეობის ნაწილი ნგრევის ერთ-ერთ მიზეზად კორპუსზე დაშენებებს ასახელებს, რომლებიც კორპუსზე ბოლო პერიოდში განხორციელდა.

ნაწილი კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშოებს უკავშირებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი