სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი "მტრული საქმიანობის“ მიზეზით, ნატომ ბრიუსელში რუსეთის მისიის 8 წევრს აკრედიტაცია გაუუქმა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ ეს კონკრეტული პირები, ფარულად, დაზვერვის ოფიცრებად მუშაობდნენ.
საპასუხო ნაბიჯებზე საუბრობენ მოსკოვში და ალიანსის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.