150 ადამიანი დაშავდა და 20 დაიღუპა პაკისტანში მიწისძვრის შედეგად. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები. 6 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. სტიქიის ზონაში მაშველები მუშაობენ.
პაკისტანის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.