ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ამ დრომდე გრძელდება. უკვე ოთხი საათია კომისიის წევრები კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებზე მსჯელობენ. საჩივრების დიდი ნაწილი უკვე განიხილეს, და მხოლოდ რამდენიმე და ისიც ნაწილობრივ დააკმაყოფილეს.