ზუგდიდის N10 უბანთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

30 ოქტომბერი 2021, 17:08 1006 ნახვა

ზუგდიდის მე-10 უბანთან ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დამკვირვებელი მედეა ჯალაღონია ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უბნიდან გამოაძევეს.

"პოლიციის უფროსის მოადგილემ ძალის გამოყენებით გამომიყვანა შენობიდან. დამკვირვებელი ვარ, დავდივარ და ვაკვირდები სიტუაციას ეს არის ჩემი მოვალეობა, დარღვევებია უბანზე და ეს რომ დავაფიქსირე, უბნიდან გამომაგდეს"-აცხადებს მედეა ჯალაღონია.

ჯალაღონია ამბობს, რომ იგი კლინიკა „გულის“ ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელია და იცავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის ხმებს.

მოგვიანებით აღნიშნულ უბანზე, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

ენმ-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ნენე დალაქიშვილის ინფორმაციით, უბნის სიახლოვეს კანონის დარღვევით მობილიზებული არიან ე.წ ძველი ბიჭები, ისინი ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე, რაზეც პოლიციას რეაგირება არა აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი