ხმა მივეცი ცვლილებებს, სააკაშვილის თავისუფლებას და მომავალი თაობების წარმატებას - მიშა ბოლქვაძე

30 ოქტომბერი 2021, 10:05 1308 ნახვა

საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა.

მიშა ბოლქვაძის განცხადებით, მან ხმა მისცა ცვლილებებს, სააკაშვილის თავისუფლებას და წინსვლას.

"მე მივეცი ხმა ცვლილებებს, სააკშვილის თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობების წარმატებასა და წინსვლას. ხელვაჩაურში დამარცხდა "ქართული ოცნება", მოსახლეობამ  მხარი დაუჭირა ცვლილებებს. ასევე იქნება მეორე ტურში, დამაჯერებლად მოიგებს ქართველი ხალხი, ოპოზიცია და ხვალიდან დაიწყება  ცვლილებები"-განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი