ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს როგორ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში - გიორგი კირთაძე

30 ოქტომბერი 2021, 09:15 1353 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩევანი, ცოტა ხნის წინ, დააფიქსირა. გიორგი კირთაძე ხმა 55-ე უბანზე მისცა.  მერობის კანდიდატის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქტივობა იყოს მაღალი.

''მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს როგორ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში. დღეს, მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა უნდა გვქონდეს მაღალი და მივიდეთ არჩევნებზე. დილიდან დაიწყო დაძაბულობა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, ''ქართული ოცნება'' გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ არჩევნები, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდითაც  გადატეხოს. ჩვენ მზად ვართ, დამკვირვებლები, კომისიის წევრები არიან ყურადღებით. მთავარია აქტიურობა იყოს მაღალი და ყველაფერი კარგად იქნება'' - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

არჩევნების მეორე ტურში ბათუმის მერობისთვის გიორგი კირთაძე და არჩილ ჩიქოვანი იბრძოლებენ. 

არჩევნების პირველ ტურში გიორგი კირთაძემ 31 443 ხმა მიიღო, არჩილ ჩიქოვანმა კი 30 776 ხმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი