პრემიერ-მინისტრის განცხადებას სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მესამე პრეზიდენტი საპატიმროში მოინახულა.
აცხადებს, რომ დაკავებული არის ძალიან მტკიცედ და პრემიერის განცხადება, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეიცვალა და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს სიცრუეა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით შეუძლია საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაც მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მისი ეშინია და ამიტომ ცდილობს შეუზღუდოს საჯარო აქტიურობის ყველა საშუალება.