საჩივრების განხილვა ქობულეთში

05 ოქტომბერი 2021, 19:47 764 ნახვა

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟიც. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაყალბდა 33-საარჩევნო უბნის შედეგები. გუშინ ლოტოტრონის პრინციპით  ხელმეორედ გადაითვალეს 33-საარჩევნო უბანი, სადაც აღმოჩნდა, რომ 6-ბიულეტინით მეტობა იყო. აპირებენ პროკურატურაში საჩივრის შეტანას და ითხოვენ, ყველა იმ უბნის გადათვლას, სადაც დარღვევები აღმოჩნდა.  ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე ქობულეთის 81-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე ამბობს, რომ 33-ე უბანის ოქმში იყო დისბალანსი.  ლოტოტრონის პრინციპით გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ მდივანს შემაჯამებელ ოქმში  ბათილი ბიულეტენების გრაფაში შეცდომით ჰქონდა ციფრი 10 მითითებული. რეალურად კი, გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ ბათილი ბიულეტინი ამ უბანზე იყო მხოლოდ 4 და ამით დაშვებული შეცდომა გამოსწორდა. კომისიაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრალდება არის უსაფუძვლო და შეუძლიათ პრეტენზიები გაასაჩივრონ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში