ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ

05 ოქტომბერი 2021, 18:33 924 ნახვა

ფიზიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები „რთული ფიზიკური სისტემების გაგებაში შეტანილი ნოვატორული წვლილისთვის“  სიუკურო მანაბე, კლაუს ჰასელმანი და ჯორჯო პარიზი გახდნენ. ჯორჯო პარიზიმ უწესრიგო კომპლექსურ მასალებში დამალული სტრუქტურები აღმოაჩინა. მისი აღმოჩენა რთული სისტემების თეორიაში უმნიშვნელოვანეს წვლილს წარმოადგენს. კლაუს ჰასელმანმა შექმნა მოდელი, რომელიც ამინდსა და კლიმატს აკავშირებს. მისი მეთოდები გამოყენებული იყო იმის დასამტკიცებლად, რომ ატმოსფეროში გაზრდილი ტემპერატურა ადამიანის მიერ ნახშირორჟანგის ემისიით არის გამოწვეული. სიუკურო მანაბემ აჩვენა, როგორ იწვევს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაზრდილი დონე დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის მატებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში