მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 236 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.8 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ინფიცირების ყველაზე მეტი - 44 მილიონზე მეტი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.
ავსტრალიის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული პრეპარატის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.